ვირტუსმა წააგო, თუმცა თოკო შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა | სტატისტიკა » სპორტის ხაზი

ვირტუსმა წააგო, თუმცა თოკო შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა | სტატისტიკა

ვირტუსმა წააგო, თუმცა თოკო შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა | სტატისტიკა
23-03-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საკალათბურთო ევროლიგის რიგით 31-ე ტურის შეხვედრაში ვირტუს ბოლონია ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ 15 ქულის სხვაობით, 94:79 დამარცხდა.

იტალიური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე ჯამურად 29:21 წუთი გაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სერბულ გრანდს 24 ქულა ჩაუგდო, 4 მოხსნა გააკეთა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის ფარგლებში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და მე-8 პოზიციას 17 მოგებითა და 14 წაგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.