26 მარტს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ შედგება.
თუ ჩვენი გუნდი ერთა ლიგის ფინალში მეტოქის დამარცხებას შეძლებს, მაშინ საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც ზაფხულში გაიმართება.
ამ თამაშამდე ბუქმეიკერები ფავორიტად საბერძნეთს მიიჩნევენ, თუმცა არის თუ არა ეს ნაკრები საქართველოზე ღირებული? - მონაცემები ასეთია:
საბერძნეთის ნაკრების ჯამური ღირებულება 151 მილიონს შეადგენს, საქართველო კი 150 მილიონი ღირს. როგორც ხედავთ, სხვაობა მხოლოდ 1 მილიონშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი.