ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულეს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ:
"ავთო, ლიპო - მადლობა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულეს. მათი აქტიური ძიუდოდან გაცილების ცერემონიები თბილისის გრანდ-სლემზე გაიმართება.
23 მარტი - ავთანდილ ჭრიკიშვილის სპორტიდან გაცილების ცერემონია.
24 მარტი - ვარლამ ლიპარტელიანის სპორტიდან გაცილების ცერემონია.
მოდით თბილისის გრანდ-სლემზე, თბილისი არენაზე, ერთად გავაცილოთ აქტიური ძიუდოდან ლეგენდები." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში