"ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს" - გურამ კაშია ლუქსემბურგთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს" - გურამ კაშია ლუქსემბურგთან მატჩის წინ

"ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს" - გურამ კაშია ლუქსემბურგთან მატჩის წინ
19-03-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო.

18 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს." - თქვა კაშიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი