"რეალი ყოველთვის იქაა" - გვარდიოლა წილისყრას აფასებს » სპორტის ხაზი

"რეალი ყოველთვის იქაა" - გვარდიოლა წილისყრას აფასებს

"რეალი ყოველთვის იქაა" - გვარდიოლა წილისყრას აფასებს
16-03-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შეაფასა.

"ცოტა არ იყოს, ეს ტრადიციას ჰგავს, ზედიზედ მესამე წელია ტურნირის მეფეებთან ვთამაშობთ. იმედი მაქვს, რომ კარგ ფორმაში ვიქნებით, რადგან პირველ მატჩამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი. როდესაც ტურნირის ბოლო ფაზაში ევროპის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ თამაშობ, მადრიდის რეალიც ყოველთვის იქაა. თუმცა, ყველა მეტოქე ძლიერი იქნებოდა. გვიხარია, რომ აქ ვართ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ყოფნა პრივილეგიაა" - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელების" და "სამეფო კლუბის" გზები უკვე ზედიზედ მესამე წელია გადაიკვეთა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალური მატჩები 9/10 და 16/17 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი