ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო » სპორტის ხაზი

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
14-03-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ორი დღეა საფრანგეთში იმყოფება და 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე „ჟან ბუინზე“ დაიწყება.

რიჩარდ კოკერილმა თავისი პირველი ფინალისთვის 34 მოთამაშეს უხმო და რადგან ფინალი საფრანგეთში იმართება, გუნდიც პირდაპირ პარიზში შეიკრიბა. 2023 წლის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ნათამაშები ფრის (18:18) შემდეგ, ბორჯღალოსნებში განსაკუთრებული განწყობაა და ისინი რევანშისთვის ემზადებიან.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ მთავარია მოთამაშეები ემოციებს არ აყვნენ:

„მთავარია ემოციებს არ ავყვეთ. პორტუგალიასთან თამაში ჩვენთვის შესაძლოა ზედმეტად პრინციპულიც კი არის და ასეთ დროს ემოციებზე აყოლის საფრთხე არსებობს, რასაც მერე უარყოფითი შედეგი მოაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია მთელი კვირა საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მერე უშუალოდ თამაშისას გავაკონტროლოთ ემოციები. ბრაზმა და წარსულში მიღებულმა სიმწარემ არ უნდა გადაგვძლიოს“.

ლუკა მატკავა: „პორტუგალია ძლიერი ოპონენტია. სამწუხაროდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მათთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვსურდა. ყველა მოთამაშე მაქსიმალურადაა მობილიზებული და ვფიქრობ, ფინალში ჩვენი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებთ“.

RUGBY.GE

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი