სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა ჰიუსტონთან » სპორტის ხაზი

სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა ჰიუსტონთან

სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა ჰიუსტონთან
14-03-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

სანდრო მამუკელაშილს სან ანტონიო სფურსში იშვიათად ეძლევა სათამაშო დრო. გამონაკლისი გახლდათ გასული შეხვედრა, რომელიც სან ანტონიომ ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101:103 დამარცხდა.

მამუკელაშვილი მოედანზე მეორე მეოთხედიდან გამოჩნდა, მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან სულ სამჯერ შეუტია და სამივეჯერ შედეგიანად. სანდრომ ბურთი 4-ჯერ შეტევაში მოხსნა, ერთხელ – დაცვაში, ორჯერ კი დაჯარიმდა.

მოედანზე ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გამთამაშებელი ტრე ჯონსი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. სპურსს 21 ქულით და 8 მოხსნით ჯერემი სოჩანი დაეხმარა, ვიქტორ ვემბანიამა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა – 13 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.

სან ანტონიო სპურსს 14 მოგება და 52 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ დენვერ ნაგეტსთან ჩაატარებს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.