ანდრონიკაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა » სპორტის ხაზი

ანდრონიკაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა

ანდრონიკაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა
11-03-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი გამართა რატი ანდრონიკაშვილმა. ლიგა ენდესას 24-ე ტურში მისი სარაგოსა სტუმრად გრან კანარიას შეხვდა და უიმედო მარცხი განიცადა – 85:111.

ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა მოედანზე არასრული 13 წუთი გაატარა. ანდრონიკაშვილმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად რატის თითო მოხსნა და პასი ჰქონდა. მას ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანტი იუსტამ აჩვენა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

სარაგოსას 9 მოგების წილ 14 მარცხი აქვს და ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანდრონიკაშვილის გუნდი 17 მარტს, შინ პალენსიასთან გამართავს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი