"აი, ამიტომ არ მსურდა NBA-ში თამაში" - თორნიკე შენგელია მიზეზებს გვიმხელს » სპორტის ხაზი

"აი, ამიტომ არ მსურდა NBA-ში თამაში" - თორნიკე შენგელია მიზეზებს გვიმხელს

"აი, ამიტომ არ მსურდა NBA-ში თამაში" - თორნიკე შენგელია მიზეზებს გვიმხელს
9-03-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერის ამ ეტაპზე იტალიურ გუნდ ვირტუს ბოლონიაში თამაშობს.

ბერძნულ მედიაში სწორედ თოკოს ინტერვიუ ვრცელდება, რომელშიც ის საუბრობს თუ რატომ არჩია ევროპაში თამაში ამერიკის ჩემპიონატში გამოსვლას:

"სიმართლე გითხრათ, ბასკონიაში გამოსვლის პირველ წლებში არაერთხელ მქონდა ამის შესაძლებლობა. გავიზარდე, როგორც მოთამაშე და ლამის ყოველ ზაფხულს ჩნდებოდა NBA-ს ვარიანტი."

"მიუხედავად ამისა, როდესაც დაინტერესებული გუნდების შემადგენლობებს ვეცნობოდი, ვხვდებოდი, რომ იქ ჩემთვის ადგილი ნაკლებად არ იყო. მიმეტოვებინა ის ყველაფერი, რასაც აქ, ევროპაში მივაღწიე და თავი ჩამეყენებინა ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ მეცოდინებოდა, მექნებოდა თუ არა სათამაშო დრო, არ მივიჩნიე გამართლებულ ნაბიჯად და კმაყოფილი ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე"
, - ამბობს ქართველი კალათბურთელი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი