გიორგი შერმადინი ტენერიფეს გრანადას დამარცხებაში დაეხმარა » სპორტის ხაზი

გიორგი შერმადინი ტენერიფეს გრანადას დამარცხებაში დაეხმარა

გიორგი შერმადინი ტენერიფეს გრანადას დამარცხებაში დაეხმარა
3-03-2024, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ნაკრებიდან ესპანურ ტენერიფეში დაბრუნებული გიორგი შერმადინი საქმეში ჩაერთო და მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ტენერიფემ ჯო ტომასონის ყოფილ გუნდ გრანადას უმასპინძლა და 89:83 დაამარცხა.

შერმადინმა მოედანზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს 15 ქულით მარსელინო უერტასმა ულიდერა.

ტენერიფეს 23 ტურში 14 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს ესტუმრება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი