არსენალი დაფრინავს - გუნდმა ინგლისის ბოლო სამ თამაშში 15 გოლი გაიტანა! » სპორტის ხაზი

არსენალი დაფრინავს - გუნდმა ინგლისის ბოლო სამ თამაშში 15 გოლი გაიტანა!

არსენალი დაფრინავს - გუნდმა ინგლისის ბოლო სამ თამაშში 15 გოლი გაიტანა!
25-02-2024, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ არსენალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში პორტუსთან დამარცხდა, მიკელ არტეტას ბიჭები პრემიერ ლიგაში საოცრად გამოიყურებიან.

ზემოაღნიშნულზე ის მიუთითებს, რომ ესპანელი სპეციალისტის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში ჯამურად 15 გოლი გაიტანა!

მეთოფეებმა ბოლო თამაშები ვესთ ჰემთან (0:5), ბარნლისთან (6:0) და ნიუკასლთან (4:1) გამართეს, რომლებთანაც მათ გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვეს.

ცნობისთვის, არსენალი ამ მომენტისთვის ინგლისის ჩემპიონატის მე-3 ადგილს 58 ქულით იკავებს და ლიდერ ლივერპულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი