ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოუპოვა » სპორტის ხაზი

ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოუპოვა

ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოუპოვა
20-02-2024, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.

"ანასტასია გოტფრიდის ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან!

ძალოსანმა ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა!

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 / 133 / 140 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვილი 257 კილოგრამითაც."
- ვკითხულობთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი