მიზეზი ცნობილია - რატომ ტოვებს ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს? » სპორტის ხაზი

მიზეზი ცნობილია - რატომ ტოვებს ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს?

მიზეზი ცნობილია - რატომ ტოვებს ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს?
20-02-2024, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს ტოვებს, ცნობილი გახდა ამ ყველაფრის მიზეზი:

"რამდენიმე წუთში ბულგარეთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ნაკრებიდან 2 ძალოსანია წარდგენილი.
+109 კგ. წონით კატეგორიის განაცხადში ლაშა და ბაქარ თურმანიძეა არიან, თუმცა შეჯიბრზე მხოლოდ ბაქარი გამოვა.
ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.
როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.
მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშამ სწორედ ეს წესი დაიცვა." - ვკითხულობთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი