სად სურს ოსიმენს კარიერის გაგრძელება? - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაცია » სპორტის ხაზი

სად სურს ოსიმენს კარიერის გაგრძელება? - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაცია

სად სურს ოსიმენს კარიერის გაგრძელება? - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაცია
20-02-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

უკვე თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა სეზონის ბოლოს ნაპოლი უნდა დატოვოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიელი ჟურნალისტი, რუდი გალეტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის წერს, ოსიმენის ოცნება ინგლისის ჩემპიონატში თამაშია, მისით კი ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსი ინტერესდება, რომელსაც ოსიმენის კლასის ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავს.

ცნობისთვის, 2023-24 წლების სეზონში ოსიმენმა 18 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი