ქართველი ძიუდოისტები ლევან გიგინეიშვილის ლექციას ისმენენ » სპორტის ხაზი

ქართველი ძიუდოისტები ლევან გიგინეიშვილის ლექციას ისმენენ

ქართველი ძიუდოისტები ლევან გიგინეიშვილის ლექციას ისმენენ
16-02-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური გვერდი წერს, ქართველი ძიუდოისტები ლევან გიგინეიშვილს შეხვდნენ და მისი ლექცია მოისმინეს:

"შეხვედრა ამჯერად ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ახლადგახსნილ დარბაზში გაიმართა. ლექციას “გამოწვევა 2028” - ის ძიუდოისტები და ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ."

"ლექცია ძირითადად ვაჟას პოემების განხილვას დაეთმო. ლევან გიგინეიშვილმა შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა."

"ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლექცია მეორე შეხვედრა იყო, იმ ლექციათა ციკლისა, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოისტთა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განახორცირლებს. პირველი შეხვედრა შოთა რუსთაველსა და “ვეფხისტყაოსანს” დაეთმო"
, - წერს ძიუდოს ფედერაციის გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი