აქეთ დიასი, იქით დე ბრუინი - რეალმა და სიტიმ თავიანთი თამაშები მოიგეს » სპორტის ხაზი

აქეთ დიასი, იქით დე ბრუინი - რეალმა და სიტიმ თავიანთი თამაშები მოიგეს

აქეთ დიასი, იქით დე ბრუინი - რეალმა და სიტიმ თავიანთი თამაშები მოიგეს
14-02-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ღამის 12 საათზე ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო სტადია განახლდა, რომლის ფარგლებშიც რეალმა ლაიპციგი, სიტიმ კი კოპენჰაგენი დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის გუნდი ვიზიტით გერმანაიში იმყოფებოდა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 0:1 აჯობა, ერთადერთი გოლი კი ბრაჰიმ დიასმა გაიტანა.

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, მათ თავიანთი შეხვედრა დანიაში ადგილობრივ კოპენჰაგენთან გამართეს და დე ბრუინის ბენეფისით 1:3 მოიგეს (ბელგიელმა ყველა შეტევაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი და 2 საგოლე პასი).

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს ღამით კიდევ ორი თამაშია დაგეგმილი. ლაციო ბაიერნს უმასპინძლებს, პსჟ კი რეალ სოსიედადს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი