OH KEVIN DE BRUYNE - ბელგიელი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა სიაში დაწინაურდა! » სპორტის ხაზი

OH KEVIN DE BRUYNE - ბელგიელი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა სიაში დაწინაურდა!

OH KEVIN DE BRUYNE - ბელგიელი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა სიაში დაწინაურდა!
1-02-2024, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ინგლისის ჩემპიონატის რიგით 22-ე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ კომპანის ბარნლის უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, გვარდიოლას გუნდის სასტარტო XI-ში იმყოფებოდა 32 წლის კევინ დე ბრუინი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ნელ-ნელა ძველ სათამაშო ფორმას კრეფს.

აღსანიშნავია, რომ სიტიმ მეორე გოლი ალვარესის დარტყმითა და დე ბრუინის შესანიშნავი პასით გაიტანა, ამ ასისტით კი ბელგიელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა სიაში დაწინაურდა.

მანჩესტერ სიტის მე-17 ნომერს ჯამურად 104 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, რომლითაც ის საუკეთესოთა შორის მესამე ადგილს იკავებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მე-2 ადგილზე ფაბრეგასი 111 ასისტითაა, პირველ ადგილს კი რაიან გიგზი 162 საგოლე პასით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი