Footballtransfers: კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგაში ფავორიტთა შორისაა » სპორტის ხაზი

Footballtransfers: კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგაში ფავორიტთა შორისაა

Footballtransfers: კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგაში ფავორიტთა შორისაა
31-01-2024, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

footballtransfers.com-ზე დაყრდნობით, შესაძლოა, პრემიერლიგიდან, კერძოდ "არსენალიდან" კვარაცხელიასადმი ინტერესი განახლდეს.

"იმის მიუხედავად, რომ ის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, კვარაცხელიას ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს შეადგენს სეზონში. ახალი კონტრაქტის თაობაზე კი კრიზისია - იმას შორის, რასაც კვარას მხარე ითხოვს და რასაც ნაპოლი სთავაზობს, დიდი სხვაობაა. დე ლაურენტისი არ აპირებს მას წელიწადში €4 მილიონზე მეტი გადაუხადოს. არადა, კვარაცხელია ამაზე მეტი "ღირს" - წერს footballtransfers.com.

"ბევრის აზრით, კვარაცხელიას ბოლოდროინდელი ცუდი ფორმის მიზეზი სწორედ კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია შეიძლება იყოს" – "არსენალის ხელმძღვანელობა უკვე თვეებია, რაც აღფრთოვანებულია ქართველი ფეხბურთელით და შესაძლოა, სეზონის ბოლოს ლონდონურმა კლუბმა სცადოს მისი შეძენა"
- ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი