ოფიციალურად | სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი ლივერპულიდან წავა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი ლივერპულიდან წავა

ოფიციალურად | სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი ლივერპულიდან წავა
26-01-2024, 14:56
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფაბრიციო რომანოს სიახლე, რომელმაც საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი ლივერპულიდან წავა, მერსესაიდელებს კი ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლივერპულში ძალიან მოსწონთ ჩაბი ალონსოს მუშაობა და ისინი ჩქარობენ, რომ ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტი ნაადრევად გააფორმონ.

ლივერპულის სიჩქარე შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ჩაბი ალონსოს სიტუაციას რეალ მადრიდიც აკვირდება, მათთან კონკურენცია კი არავის რომ არ სურს, ამას ზედმეტი ახსნა არ სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი