"ყველაზე ერთგული ეგვიპტელი" - კლოპი სალაჰის გარშემო აგორებულ საუბრებზე კომენტარს აკეთებს » სპორტის ხაზი

"ყველაზე ერთგული ეგვიპტელი" - კლოპი სალაჰის გარშემო აგორებულ საუბრებზე კომენტარს აკეთებს

"ყველაზე ერთგული ეგვიპტელი" - კლოპი სალაჰის გარშემო აგორებულ საუბრებზე კომენტარს აკეთებს
25-01-2024, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

აფრიკის ერთა თასზე მიღებული ტრავმის გამო, მო სალაჰი იძულებული გახდა, რომ ლივერპულში დაბრუნებულიყო და ინტენსიური სარეაბილიტაციო პერიოდი გაევლო, რამაც ეგვიპტელ გულშემატკივრებში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.

"ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციასა და "ლივერპულს" ერთი და იგივე ინტერესი აქვთ - ყველას გვსურს, რომ სალაჰი სწრაფად გამოჯანმრთელდეს. აფრიკაში რომ დარჩენილიყო და არასათანადო მკურნალობა მიეღო, ეს მხოლოდ უარეს შედეგს გამოიღებდა - განსაკუთრებით ეგვიპტისთვის, თუ, რა თქმა უნდა, "ფარაონები" ტურნირის მოგებას აპირებენ.

აქ იმისთვის არ ჩამოგვიყვანია, რომ ეგვიპტესთან დაგვეშორებინა - აქ სათანადო მკურნალობის გასაწევად დავაბრუნეთ. წინასწარვე შევთანხმდით, რომ ტუ ეგვიპტე ფინალში გავა და სალაჰი მწყობრში იქნება, მას ხელს არ შევუშლით და აფრიკის ერთა თასზე დაბრუნდება. ეს მოს სურს და ჩვენ მის სურვილს პატივს ვცემთ. თუ ვინმე სალაჰის ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებს, საკუთარ ერთგულებაზე დაფიქრდეს. სალაჰი ყველაზე ერთგული ეგვიპტელია, რომელიც ოდესმე მინახავს."
- ამბობს ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.

ცნობისთვის, ოფიციალურად დადასტურდა, რომ სალაჰი მოედანზე დაბრუნებას 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი