ცენტრი ძლიერდება - ნაპოლი ასტონ ვილადან გამოცდილ მოთამაშეს იმატებს » სპორტის ხაზი

ცენტრი ძლიერდება - ნაპოლი ასტონ ვილადან გამოცდილ მოთამაშეს იმატებს

ცენტრი ძლიერდება - ნაპოლი ასტონ ვილადან გამოცდილ მოთამაშეს იმატებს
24-01-2024, 00:31
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ბელგიის ნაკრების და ასტონ ვილას ნახევარმცველ ლეანდერ დენდონკერს დაიმატებს.

იტალიური მედიის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი ხვალ იტალიაში იქნება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. დენდოკერი ნაპოლის მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.

დენდოკერმა ასტონ ვილას 2022 წელს ვულვზიდან მიაშურა და 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ანდერლეხტის ღირსებასაც იცავდა, რაც შეეხება მოთამაშის სანაკრებო კარიერას, ლეანდერს ბელგიის ნაკრებში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით ერთხელ გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი