ჯორდან ჰენდერსონი ევროპაში ბრუნდება - გრანდი ინგლისელის გაფორმებასთან ახლოსაა » სპორტის ხაზი

ჯორდან ჰენდერსონი ევროპაში ბრუნდება - გრანდი ინგლისელის გაფორმებასთან ახლოსაა

ჯორდან ჰენდერსონი ევროპაში ბრუნდება - გრანდი ინგლისელის გაფორმებასთან ახლოსაა
17-01-2024, 14:42
Aa Aa
გაზიარება:

The Athletic-ის ინფორმაციით ჯორდან ჰენდერსონი, ალ-ეტიფაქს ტოვებს და ამსტერდამის "აიაქსში" გადადის.

ინგლისელ ნახევარმცველს გუნდის ხელმძღვანელობასთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს. ალ-იტიფაქი კონტრაქტის შეჩერებას უკვე დათანხმდა. 3-წლიანი კონტრაქტი შეჩერდება და ჰენდერსონი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.

როგორც ცნობილია, ჰენდერსონმა საუდის არაბეთი უკვე დატოვა და მალე ამსტერდამში გაფრინდება, ტრანსფერის საბოლოოდ დასახურად.

შეგახსენებთ, რომ 12-წლიანი მერსისაიდული კარიერის შემდეგ, ჰენდერსონმა "ლივერპული" 6 თვის წინ დატოვა.

"ალ-ეტიფაქში" გადასვლის უმნიშვნელოვანესი მიზეზი სტივენ ჯერარდიც გახლდათ, რომელიც არაბული გუნდის მთავარი მწვრთნელია. 17 მატჩში, ჰენდერსონმა 4 საგოლე პასი გააკეთა და ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრიც იყო, თუმცა როგორ ჩანს კვლავ ევროპაში ასპარეზობა თამაში გადაწყვიტა.

Goal.com-ზე დაყრდნობით, არაბეთის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰენდერსონის ოჯახია, რომელიც ახალ გარემოს ვერ შეეგუა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი