ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეეძლო სხვა ქვეყნის სახელით გამოსულიყო, თუმცა დიდ თანხას ნაკრებში თამაში ამჯობინა.
"მქონია შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, სადაც მძიმე წონაში უჭირთ სპორტსმენები, მათ შორის, სერბეთიდან , მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს წარმოუდგენლად მეჩვენება." – აღნიშნავს ლუკა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია.