საქართველოს ნაკრების წევრი და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლაშა ბექაური საინტერესო განცხადებას აქვეყნებს.
“მე ვიქნები მორიგი ქართველი, რომელიც UFC-ის ქამარზე იბრძოლებს“ - წერს ლაშა ბექაური თავის სოციალურ ქსელში.
როგორც მოგეხსენებათ ბექაური 2020 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელია -90 კგ. წონით კატეგორიაში. ოლიმპიური ოქრო მის UFC-ში გამოჩენას უფრო საინტერესოს ხდის. ბექაურის სურვილის შემთხვევაში დანა უაითი აუცილებლად დაინტერესდება მისი ორგანიზაციაში დამატებით.