"მისი ბრძოლა სამაგალითოა" - გიგაშვილის ახალი კონტრაქტი საფრანგეთში » სპორტის ხაზი

"მისი ბრძოლა სამაგალითოა" - გიგაშვილის ახალი კონტრაქტი საფრანგეთში

"მისი ბრძოლა სამაგალითოა" - გიგაშვილის ახალი კონტრაქტი საფრანგეთში
10-11-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ბექა გიგაშვილმა ფრანგულ "ტულონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბექა კლუბში კიდევ 3 წლით, 2027 წლამდე დარჩება.

"ვამაყობთ, რომ კლუბმა უძვირფასეს მოთამაშესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბექა გიგაშვილი ტულონში 2027 წლამდე რჩება. ამ ახალი შეთანხმებით ვაძლიერებთ კლუბს და ვქმნით კონკურენტუნარიან გუნდს ამ სეზონში და ასევე მომავალ სეზონებში. ბექას ნიჭმა და თავგანწირვამ ქომაგთა გული მოიგო. ის კლუბში მოსვლის დღიდან გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა" - წერს ფრანგული გუნდი.

"გვიხარია, რომ კიდევ 3 წელი ჩვენთან ითამაშებს. ის ერთგული მორაგბეა და მოედანზე მისი ბრძოლა სამაგალითოა. დარწმუნებულები ვართ, რომ ბექა დიდი სპორტული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება" - აცხადებს "ტულონის" მთავარი მწვრთნელი პიერ მინიონი.

ბექას კლუბის მაისურით უკვე 84 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 წარმატებული ლელო.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, 31 წლის შერკინების ბურჯს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული და დადებული ლელოთი გულშემატკივარს 5-ჯერ დაამახსოვრა თავი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი