"IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია" - კრივის ფედერაციამ რუსეთის მიმართ გადაწყვეტილება შეცვალა » სპორტის ხაზი

"IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია" - კრივის ფედერაციამ რუსეთის მიმართ გადაწყვეტილება შეცვალა

"IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია" - კრივის ფედერაციამ რუსეთის მიმართ გადაწყვეტილება შეცვალა
7-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინის ქვეყანა სპორტში მკაცრად დაიასაჯა და ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

თუმცა, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კრივის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, ისინი ტურნირებზე დაუშვან, სახელმწიფო დროშითა და ჰიმნით.

"IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია. ამავდროულად, ნებისმიერ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელად რჩება. ორგანიზაცია ვალდებულია, სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს ერთნაირი პირობები შეუქმნას, მიუხედავად მათი ეროვნებისა" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა და გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი უკრაინელი მომხმარებელი კი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ვლადიმირ პუტინის დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი