ქართული გენი და სული უკვდავია - როგორ გალახა ვაჟა-ფშაველამ კრივის ლეგენდა ჯონ სალივანი? » სპორტის ხაზი

ქართული გენი და სული უკვდავია - როგორ გალახა ვაჟა-ფშაველამ კრივის ლეგენდა ჯონ სალივანი?

ქართული გენი და სული უკვდავია - როგორ გალახა ვაჟა-ფშაველამ კრივის ლეგენდა ჯონ სალივანი?
6-01-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

1883-1884 წლებ­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში იყო და იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გამო "თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად" ირი­ცხე­ბო­და. რად­გა­ნ ასე იყო, სა­ცხოვ­რე­ბე­ლიც და საკ­ვე­ბიც სტუ­დენ­ტუ­რი ყა­ი­დი­სა ექ­ნე­ბო­და და ათას­ში ერთხელ მო­უ­წევ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის გან­თქმულ სა­ლო­ნებ­ში (იმ დროს ასე ეძახ­დნენ რეს­ტორ­ნებს, სა­დაც კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და) პუ­რო­ბაც, სხვა ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად.

როცა ეს ამ­ბა­ვი მომ­ხდა­რა, ერთ-ერთ სა­ლონ­ში მსხდა­რან ქარ­თვე­ლე­ბი. ვა­ჟას­თან ერ­თად კი მისი ძმა ბა­ჩა­ნაც ყო­ფი­ლა.

მოვ­ლე­ნე­ბი კი ერთი შე­ხედ­ვით, ძალ­ზე ბა­ნა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა: გვერ­დით მა­გი­დას­თან მსხდარ ყო­ყო­ჩა უცხო­ე­ლებს რა­ღაც არ მოს­წო­ნე­ბი­ათ ჩვე­ნე­ბი­სა და უკ­მე­ხა­დაც მი­უ­მარ­თავთ. ვაჟა უკ­მე­ხად მი­მარ­თვას ვის შე­არ­ჩენ­და და კაი გვა­რი­ა­ნი ჩხუ­ბიც ატე­ხი­ლა - იმ­დე­ნად მა­გა­რი, რომ სულ მი­ლე­წილ-მო­ლე­წი­ლა იქა­უ­რო­ბაც და იმ უცხო­ელ­თა ცხვირ-პი­რიც.

რო­გორ­ღაც მოგ­ვა­რე­ბუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი და ქარ­თვე­ლებს თა­ვიც და­უძ­ვრე­ნი­ათ ჟან­დარ­მე­რი­ის­გან.

რუ­სუ­ლი ჟან­დარ­მე­რია კი, ჩვე­ნე­ბუ­რებს ოდით­გან­ვე ძა­ლი­ან მტრობ­და და მის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნა ბა­ჩა­ნა­სა და ვა­ჟას რა და რამ­დე­ნი და­უჯ­დე­ბო­დათ, მკი­თხველ­მა წარ­მო­იდ­გი­ნოს.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის იყო, რომ მე­ო­რე დღეს, ბა­ჩა­ნა რომ სამ­შობ­ლო­ში გა­მობ­რუნ­და, ვა­ჟას­თან სას­ტუმ­რო­ში ვი­ღაც ახ­მა­ხი, და­კუნ­თუ­ლი უცხო­ე­ლი ჯე­ე­ლი მო­სუ­ლა და თავი ამ­გვა­რად წა­რუდ­გე­ნია: მე ბა­ტო­ნო, ის კაცი გახ­ლა­ვართ, გუ­შინ ამა და ამ სა­ლონ­ში, თქვენს გვერ­დით მა­გი­და­ზე რომ ვი­ჯე­ქი და ჩემ­და დი­დად სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ­გან მოქ­ნე­ულ­მა მუშ­ტებ­მა და­მა­ზა­რა­ლაო.

ეს უც­ნო­ბი ბა­ჩა­ნას ვი­ნა­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და და ითხოვ­და, გა­მა­ცა­ნი­თო. ვაჟა-ფშა­ვე­ლამ ახედ-და­ხე­და უცხო­ელ ახ­მახს და მიხ­ვდა, რომ სუ­ლაც არ ჰგავ­და შუ­რის სა­ძი­ებ­ლად მო­სულს უფრო, ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებ­და. თქვენ ვინ ბრძან­დე­ბი­თო, უკი­თხავს სიმ­კაც­რე­შე­პა­რუ­ლი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით და პა­სუ­ხად მი­უ­ღია: ჩემ­პი­ო­ნი ვარ კრივ­ში, თა­ნაც საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და ჯერ ჩემი მომ­რე­ვი, ემაგ კა­ცის გარ­და, არა­ვინ მი­ნა­ხავს და მე­გო­ნა, ვერც ვნა­ხავ­დიო.

გა­მო­იყ­ვა­ნეთ, ერთი კაი პური უნდა ვჭა­მო მა­გას­თა­ნო. ერთი სი­ტყვით, კი ეტყო­ბო­და, რომ ვაჟ­კა­ცი იყო და ვაჟ­კა­ცო­ბის ფა­სიც ეს­მო­და.
ამი­ტო­მაც, ვა­ჟამ არ გა­აწ­ბი­ლა და მას­თან ერ­თად პუ­რიც გა­ტე­ხა, ღვი­ნოც და­ლია და ისიც უთხრა, ის თქვე­ნი მომ­რე­ვი ჩემი ღვიძ­ლი ძმა­აო. ალ­ბათ, სტუ­მარ­მა ისიც სთხო­ვა - ჩემი სირ­ცხვი­ლი არ გა­ამ­ხი­ლო, ისე კი ვწუხ­ვარ, რომ ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ჩვენ მო­გე­ცი­თო. ვა­ჟა­მაც აღუთ­ქვა - მა­გა­ზე არ იდარ­დოო. ამი­ტო­მაც არ ახ­სე­ნა მისი სა­ხე­ლი იმ თა­ვის ფე­ლე­ტონ­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

არ­ქი­ვე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ სწო­რედ იმ დროს, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ტურ­ნეს ატა­რებ­და ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნი მოკ­რი­ვე - ჯონ ლო­უ­რენს სა­ლი­ვა­ნი. სხვა მოკ­რი­ვე იქ იმ დროს არა­ვინ იყო, რად­გა­ნაც კრი­ვი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო და, რომ გამ­ხდა­რი­ყო, სწო­რედ იმი­ტო­მაც იყო ჩა­სუ­ლი ჯონ ლო­უ­რენს სა­ლი­ვა­ნიც.

ის კი მა­შინ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნი იყო და ევ­რო­პა­ში ძა­ლის საც­დე­ლად ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მისნაირი მოკ­რი­ვე­ე­ბი იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ვი იყო ბრი­ტა­ნეთს გა­რეთ.

მომზადებულია "MMA Georgia N1"-ის მიხედვით


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი