საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევის ხაზი საკლუბო დონეზე მშვენივრად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ მიქაუტაძე, ზივზივაძე და დავითაშვილი გოლს გოლზე იტანენ, ასევე ბრწყინვალეა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შტურმისთვის უდიდეს ძალად ჩამოყალიბდა.
28 წლის ფეხბურთელი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მედიაში საუბარი მის უკეთეს გუნდში ტრანსფერზე დაიწყო. როგორც იწერება, კიტეიშვილის პოტენციური ტრანსფერი 2 ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
პირველი შტურმის მომავალია. ფეხბურთელი ამბობს, რომ ავსტრიაში შტურმთან ერთად რაიმე ტიტულის მოგება სურს, მეორე კი ევრო 2024-ია.
გავრცელებული ინფორმაციით, კიტეიშვილს უკეთეს ლიგებში ასპარეზობის შანსი გაუჩნდა, დიდ სანაკრებო ფორუმზე დამაჯერებლად თამაში კი ხელს ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს.