ნაპოლის ოფიციალური ვებსაიტი წერს, რომ ტრავმირებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა.
მათი ინფორმაციით, ქართველმა ვინგერმა მინდორზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, დანარჩენმა ტრავმირებულებმა კი (რასპადორიმ და ჟიელინსკიმ) ანალოგიური სპორტულ დარბაზში გააკეთეს.
საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერმა 6 მაისის მატჩი ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო გამოტოვა, რომელიც ნაპოლიმ უდინეზესთან გამართა და სახლში მხოლოდ 1 ქულით დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ პარტენოპეი თავის მომდევნო შეხვედრას 11 მაისს გამართავს, მეტოქე კი ბოლონია იქნება.