უცნაური შემთხვევა - სად აღმართავს რეალი ლა ლიგის თასს » სპორტის ხაზი

უცნაური შემთხვევა - სად აღმართავს რეალი ლა ლიგის თასს

უცნაური შემთხვევა - სად აღმართავს რეალი ლა ლიგის თასს
8-05-2024, 11:01
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, "რეალი" მიმდინარე სეზონის ლა ლიგის გამარჯვებულია.

ესპანეთის ჩემპიონობის აღნიშვნისა და დაჯილდოვების ცერემონიასთან დაკავშირებით მცირედი გაუგებრობა მოხდა. მადრიდელებს ეს წინა მატჩში უნდა გაკეთებინათ, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ გუნდსა და ქალაქს ჩემპიონთა ლიგის წინ ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

შესაბამისად, "სამეფო კლუბს" ლა ლიგის ბოლო ტურში უწევდა ჩემპიონობის აღნიშვნა, მაგრამ ეს შეხვედრა მათ სტუმრების რანგში უნდა ჩაატარონ, ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციამ კი კლუბს სთხოვა, რომ ამ ქმედებისგან თავი შეეკავეიბნათ.

საბოლოოდ კი იმაზე შეთანხმდნენ, რომ თასი "რეალის" სამწვრთნელო ბაზაზე აღიმართება ოფიციალური დაჯილდოვების ცერემონიალთან ერთად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი