პოლ პოგბას ახალი პროფესია - ფრანგი ნახევარმცველი ფილმში გადაიღეს » სპორტის ხაზი

პოლ პოგბას ახალი პროფესია - ფრანგი ნახევარმცველი ფილმში გადაიღეს

პოლ პოგბას ახალი პროფესია - ფრანგი ნახევარმცველი ფილმში გადაიღეს
6-05-2024, 00:49
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს პოლ პოგბას "დოპინგ კონტროლზე" ჩავარდნის გამო, 4-წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს დაკისრებული.

ფრანგმა აღნიშნული გააპროტესტა და თქვა, რომ აკრძალული ნივთიერებები მას განზრახ არასდროს მიუღია.

ფეხბურთიდან ჩამოშორების შემდეგ, ფრანგმა ნახევარმცველმა ახალ პროფესიას მიჰყო ხელი, მსახიობობა დაიწყო და ფილმშიც გადაიღეს, სადაც იგი ბავშვთა გუნდის მთავარი მწვრთნელის როლს ასრულებს.

ფილმის "4 Zeros" პრემიერა 2025 წლის აპრილში შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.