კაცნაკლულ გუნდს ქულა გადაურჩინა და ჩემპიონობასთან ახლოსაა - რა შეფასება დაიმსახურა კიტეიშვილმა მატჩში? » სპორტის ხაზი

კაცნაკლულ გუნდს ქულა გადაურჩინა და ჩემპიონობასთან ახლოსაა - რა შეფასება დაიმსახურა კიტეიშვილმა მატჩში?

კაცნაკლულ გუნდს ქულა გადაურჩინა და ჩემპიონობასთან ახლოსაა - რა შეფასება დაიმსახურა კიტეიშვილმა მატჩში?
5-05-2024, 19:01
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიის ბუნდესლიგაში 30-ე ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

შტურმი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მე-2 ადგილზე მყოფ ზალცბურგს ამ მატჩამდე მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა, ახლა კი, სხვაობა 4 ქულაა. თავისი მატჩი ჩასატარებელი აქვს "ზალცბურგს", რომელიც "რაპიდს" დაუპირისპირდება.

პირველი ტაიმის დასაწყისში შტურმი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა - გრაცელებს მოთამაშე გაუძევეს და ადრიდანვე კაცნაკლულნი დარჩნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ კიტეიშვილმა მეტოქეს საპასუხო გოლი გაუტანა - თანაგუნდელისთვის პასის მცდელობის დროს ბურთი მცველს მოარტყა და მეკარესთან საკმაოდ ახლო პოზიციაზეც გავიდა, ყველაფერი კი კარგად გამოიყენა და გოლით დაასრულა.

საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore, კიტეიშვილის ასპარეზობა დღევანდელ მატჩში 10 ბალიანი სისტემით, 8.0-ით შეაფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია.

კაცნაკლულ გუნდს ქულა გადაურჩინა და ჩემპიონობასთან ახლოსაა - რა შეფასება დაიმსახურა კიტეიშვილმა მატჩში?


კიტეიშვილისთვის ეს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლია, მას ასევე 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. მომდევნო შეხვედრას შტურმი 12 მაისს ლასკთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.