"ალ იტიჰადის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა "რეალის" სამწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რისი მოშუშებაც "სამეფო კლუბმა" თავად ითავა. ასე და ამგვარად, კარიმი ამჟამად მადრიდში იმყოფება.
"ალ იტიჰადი" ამ ფაქტს ადასტურებს და მადლობას უხდის "რეალს", რომ ბენზემას ტრავმის მოშუშებაში ეხმარებიან.
კარიმი რეალიდან საუდის არაბეთში გასულ წელს გადაბარგდა და როგორც ჩანს, მადრიდში იგი კვავ ადარდებთ.