ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ვალენსიას" ქართველ კარის დარაჯზე დიდი ნადირობაა გამოცხადებული.
მისით არაერთი გრანდია დაინტერესებული, რადგანაც იგი ლა ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარეა.
ბევრი წყარო იუწყება, რომ "ატლეტიკოს" კარის ხაზის გაახალგაზრდავება სურს, რის გამოც იან ობლაკის გაშვებასა და მისი გიორგით ჩანაცვლებას გეგმავს.
მადრიდელების გარდა მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან.