ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია - გიორგი შერმადინის მორიგი მიღწევა » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია - გიორგი შერმადინის მორიგი მიღწევა

ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია - გიორგი შერმადინის მორიგი მიღწევა
29-04-2024, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრი, გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია.

შერმადინი ძალიან ახლოს იყო, რომ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოეგო, თუმცა ქართველის გუნდმა ფინალში უნიკახასთან წააგო.

სხვათა შორის, მატჩის მიწურულს ტენერიფეს ანგარიშის გათანაბრება რეალური შანსით შეეძლო, თუმცა იღბალმა უნიკახასკენ გადაწონა და ქართველი კალათბურთელის გუნდი 80:75 დამარცხდა.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მან ჯამურად პარკეტზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც გიომ 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.