გიორგი ქინქლაძე: "ვიმედოვნებ, რომ საქართველო ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპს გაივლის" » სპორტის ხაზი

გიორგი ქინქლაძე: "ვიმედოვნებ, რომ საქართველო ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპს გაივლის"

გიორგი ქინქლაძე: "ვიმედოვნებ, რომ საქართველო ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპს გაივლის"
29-04-2024, 17:34
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრებისა და ევრო 2024-ის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს ნაკრებმა წარმატებას ფეხბურთელების მონდომებითა და კარგი თამაშით მიაღწია. არ შეიძლება, ამის შემდეგ წარმატებას კიდევ 10-15 წელი ველოდოთ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ხშირად უნდა ვითამაშოთ.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მივდივარ, რომ საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივრო. ამ ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ყველასთან თამაში შეიძლება. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გავალთ. თუ გუნდმა ისეთი შემართებით ითამაშა, როგორც საბერძნეთთან, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა გვქონდეს.

თურქეთთან პირველი თამაში რთული იქნება. დორტმუნდში მატჩს ბევრი თურქი გულშემატკივარი დაესწრება, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ქართველი ფეხბურთელები უკვე გამოცდილები არიან და არ მგონია, ამან ხელი შეუშალოს.

26 მარტს რაც საქართველოში ხდებოდა, იმ ემოციის გადმოცემა რთულია. ამ ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს, გულშემატკივარი გააერთიანეს და მთელი ქვეყანა გააბედნიერეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთი. ქართველი გულშემატკივარი წარმატებას მიჩვეული იყო, მაგრამ დიდი ხანი ვერაფერს ვაღწევდით. საბერძნეთთან მოგების შემდეგ კი ემოციებმა უცებ ამოხეთქა და ხალხი გაახარა.

ჩვენმა თაობამ ეს ვერ მოახერხა, ცუდი დროც იყო და თამაშიც ძალიან ძლიერ გუნდებთან გვიწევდა – მაშინდელი ინგლისის ნაკრები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, ასევე იტალია, გერმანია, ბულგარეთი, უელსიც. ჩვენ ოცნება ვერ ავიხდინეთ, მაგრამ ამ ბიჭებმა გაგვახარეს"
, - თქვა ქინქლაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი