ეს მატჩი უნდა მოიგონ - ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა რომასთან » სპორტის ხაზი

ეს მატჩი უნდა მოიგონ - ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა რომასთან

ეს მატჩი უნდა მოიგონ - ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა რომასთან
28-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ნაპოლი თავისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და შეეცდება, რომ 3 ქულის აღებით ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდეს.

ფრანჩესკო კალცონასა და მის შეგირდებს დე როსის რომას დამარცხება მოუწევთ, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ლიგაზე გასვლის მთავარი პრეტენდენტი სწორედ ისაა.

რომაული კლუბი ამ მომენტისთვის სერია A-ს მეხუთე პოზიციას 58 ქულით იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეხუთე გუნდად გვევლინება, ნაპოლის კი იქამდე 9 ქულა უკლია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ლიგის დამთავრებამდე 5 ტურია დარჩენილი, რაც პოტენციურ 15 ქულას უდრის. შესაბამისად, ნაპოლის შანსები ჯერ კიდევ აქვს.

აი, როგორ შემადგენლობას ელიან ნაპოლისგან გამოცემები:

მერეტი - დი ლორენცო, ჟესუსი, რაჰმანი, რუი - ლობოტკა, ანგისა, ჟიელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.