VIDEO: შეცვლაზე შემოსულმა კვირკველიამ კუთხური გოლად გარდასახა » სპორტის ხაზი

VIDEO: შეცვლაზე შემოსულმა კვირკველიამ კუთხური გოლად გარდასახა

VIDEO: შეცვლაზე შემოსულმა კვირკველიამ კუთხური გოლად გარდასახა
28-04-2024, 00:39
Aa Aa
გაზიარება:

დღეს სოლომონ კვირკველიამ მატჩი გოლის გარეშე არ დატოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ალ ახდუდის" მაისურით სადებიუტო არაბული გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც პირველ ტაიმში შეცვლიდან შემოვიდა.

კუთხურიდან მოწოდებული ბურთი სოლომონმა გოლად გარდასახა და საქართველოს ნაკრებს ნიშანი მისცა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით მოტივირებულია.

გერმანიაში ჩასატარებელი კონტინენტის პირველობისთვის ქართველი ფეხბურთელები განსაკუთრებით ირჯებიან. მაგალითისთვის, გიორგი მიქაუტაძე მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს და "მეცში" დაბრუნების შემდეგ იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე კილიან მბაპემ.

კარგ მატჩებს ატარებს ზურიკო დავითაშვილიც, რომელმაც გოლების გატანას უფრო მოუმატა, თუმცა დღეს მისი გუნდი 10 კაცით დარჩა და ვერ შეძლო თავის გამოჩენა.

ევროპის ჩემპიონატის წინ ქართველი ფეხბურთელები პრაიმს უახლოვდებიან. შეიძლება ეს ხმამაღალ განცხადებად ჟღერდეს, მაგრამ სტატისტიკა სულ სხვაგვარად საუბრობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი