ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, ჩავიმ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიელი ჟურნალისტი ამბობს, რომ ჟოან ლაპორტას სურვილმა ჩავის გუნდში დარჩენის შესახებ რეალური სახე მიიღო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს ბოლომდე მიიყვანს და გუნდის სათავეში 2025 წლამდე იქნება. ვინაიდან ვერდიქტი უკვე გამოტანილია, მედია ლაპორტას ხვალინდელ განცხადებას ელის.