იტალიის თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

იტალიის თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

იტალიის თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია
24-04-2024, 00:58
Aa Aa
გაზიარება:

რომში გამართული დაპირისპირება "ლაციოსა" და "იუვენტუსს" შორის მასპინძლების გამარჯვებით 2-1 დასრულდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ რომაელები იტალიის თასის ფინალში გასულიყვნენ.

პირველ ტაიმში იგორ ტუდორმა მასიმილიანო ალეგრის გუნდი ძალიან დაჯაბნა, "ბებერი ქალბატონი" 2-0-ს აგებდა, თუმცა 83-ე წუთზე ახლად შემოსულმა არკადიუშ მილიკმა პირველივე შეხებით გაიტანა გოლი და 2 მატჩის ჯამში "იუვენტუსი" დააწიაურა.

ასე და ამგვარად, "იუვენტუსი" იტალიის თასის ფინალშია, რათა მე-15-დ მოიგოს ეს ტურნირი და მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა "ფიორენტინასა" და "ატალანტას" შორის.

ამ გამარჯვებით "ბიანკონერიმ" იტალიის სუპუერ თასში მონაწილეობის უფლება გაინაღდა, რომელიც 2025 წლის იანვარში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი