შევჩენკო: "ლეაუ ნიჭიერია, მაგრამ..." » სპორტის ხაზი

შევჩენკო: "ლეაუ ნიჭიერია, მაგრამ..."

შევჩენკო: "ლეაუ ნიჭიერია, მაგრამ..."
23-04-2024, 00:03
Aa Aa
გაზიარება:

"მილანის" უკრაინელმა ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ დღევანდელ მილანურ დერბზე ისაუბრა და რაფაელ ლეაუსაც შეეხო.

"ძალიან პრონციპული დაპირისპირება გველის. ბევრი დერბი მითამაშია, მაგრამ მილანური ყოველთვის განსაკუთრებული იყო, ქალაქისთვისაც და ქომაგებისთვისაც. ცხრილში ამჟამინდელი მდგომარეობაც უფრო დაძაბულს ხდის ამ დაპირისპირებას.

"ლეაუ გამორჩეული ფეხბურთელია, დიდი ნიჭის მქონე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არასტაბილურობით გამოირჩევა, ლიდერები და ჩემპიონები კი სხვანაირად არიან, მათ ზოგჯერ უწევთ, რომ მთელი გუნდი მხრით ატარონ. ამ ასპექტში მოსამატებელი აქვს", - განაცხადა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ თუ "ინტერმა" "მილანს" მოუგო, იტალიის ჩემპიონობას სერია ა-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი