პირველი მასშტაბური ფესტივალი თბილისში » სპორტის ხაზი

პირველი მასშტაბური ფესტივალი თბილისში

პირველი მასშტაბური ფესტივალი თბილისში
22-04-2024, 21:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კულტურის ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში პირველი მასშტაბური ფესტივალი გაიმართა, რომელიც "ურბან ფესტით" არის ცნობილი.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის სპონსორობით გამართულ ღონისძიებაში 10 000-ზე მეტმა ქუჩი სპორტის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა.

ბენეფიციარები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ეჯიბრებოდნენ, მაგალითად, 3x3 ფეხბურთი, 3x3 კალათბურთი, კალათბურთის ჩატენვების კონკურსი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიდბორდი, გორგოლაჭები, მინდვრის ჰოკეი, ტექბოლი და ა.შ.

თუმცა ღონისძიებაზე მარტო სპორტულ სანახაობას როდი ნახავდით, გარდა ამისა, ფესტზე უკრავდა რამდენიმე დიჯეიც, რათა გამოცდილება უფრო სასიამოვნო გაეხადათ.

ღონისძიება 2 დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის პარკირების ადგილზე მიმდინარეობდა. მაყურებლებსა და მონაწილეებს შეეძლოთ ხელნაკეთი ნივეთების გამოფენა-გაყიდვაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი