Gazzetta dello Sport: "დე ლაურენტისისთვის ხელშეუხებელი არავინაა" » სპორტის ხაზი

Gazzetta dello Sport: "დე ლაურენტისისთვის ხელშეუხებელი არავინაა"

Gazzetta dello Sport: "დე ლაურენტისისთვის ხელშეუხებელი არავინაა"
22-04-2024, 17:38
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გაბრაზებულია და მისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენის წასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილია, ნაპოლის პრეზიდენტი უარს არც კვარაცხელიას გაშვებაზე იტყვის, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ნაპოლი სარფიან შეთავაზებას მიიღებს.

გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ ნაპოლიში უკმაყოფილოები ფეხბურთელთა შორისაც არიან, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გუნდში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, კვარა პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირეს. ასევე, დაიწერა, რომ დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს ქართველს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი