"მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით" - ჩავის მატჩისწინა კომენტარი ელ კლასიკომდე » სპორტის ხაზი

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით" - ჩავის მატჩისწინა კომენტარი ელ კლასიკომდე

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით" - ჩავის მატჩისწინა კომენტარი ელ კლასიკომდე
21-04-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

21 აპრილს, ლა ლიგის 32-ე ტურის ერთმანეთს მადრიდის რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან.

ელ კლასიკოს წინ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გააკეთა:

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით. მანჩესტერ სიტისთან მოგების შემდეგ, რეალს ჩვენს წინააღმდეგ შანსები გაეზარდა, რადგან უფრო დიდი რწმენით და განწყობით გამოვლენ მოედანზე.

ჩვენი მიზანი კი მხოლოდ გამარჯვებაა, რადგან ლა ლიგის მოგება წელსაც გვინდა და თუ გავიმარჯვებთ, სხვაობა 5 ქულა იქნება.

რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ ლა ლიგაში ბოლომდე ბრძოლაში დავრჩეთ."
- თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი