ინტერის საყიდლად ბრძოლაა გაჩაღებული » სპორტის ხაზი

ინტერის საყიდლად ბრძოლაა გაჩაღებული

ინტერის საყიდლად  ბრძოლაა გაჩაღებული
20-04-2024, 16:22
Aa Aa
გაზიარება:

მილანის "ინტერის" მთლიანად გადაფორმება არაერთ ადამიანსა თუ კომპანიას სურს, მაგრამ მათ წინ ბევრი დაბრკოლებები ხვდებათ.

პირველი რიგში ეს დაბრკოლება გრანდის ამჟამინდელი მფლობელია, "Suning", რომელსაც არ სურს კლუბის გასხვისება და მხოლოდ წილის გასხვისება უნდა, მაგრამ ამაზე თანახმა თითქმის არავინაა.

არაბები აქტიურად აწარმოებენ მათთან მოლაპარაკებებს და სოლიდურ თანხასაც იპირებიან, მაგრამ მილანელები წინააღმდეგი არიან.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფინელმა ბიზნესმენმა ტომას ზილიაკუსმაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ "ინტერის" ყიდვა მასაც ძალიან სურს.

"თებერვალში "Suning"-თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და კლუბის შესყიდვა მთლიანად მსურდა. იმედი მაქვს, მალე თანამშრომლობას განვაახლებთ და ჩემს მიზანს მივაღწევ", - განაცხადა ტომასმა.

მილანელებს დიდი ვალებით აქვთ, რომელთა დაფარვაც მალეა საჭირო და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც გუნდის წილების გაყიდვა მაინც არის აუცილებელი.

რაც არ უნდა იყოს, მათი ყიდვა ბევრს სურს და მათზე დიდი ბრძლაა გაჩაღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი