თოფურიამ განაცხადა, თუ რაზე ესაუბრა მესის 10 წუთის განმავლობაში » სპორტის ხაზი

თოფურიამ განაცხადა, თუ რაზე ესაუბრა მესის 10 წუთის განმავლობაში

თოფურიამ განაცხადა, თუ რაზე ესაუბრა მესის 10 წუთის განმავლობაში
18-04-2024, 17:24
Aa Aa
გაზიარება:

"UFC"-ს ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თფურია ბრძოლაზე მაყურებლის რანგში იმყოფებოდა, რა დროსაც ლიონელ მესისთან გადაეკვეთა გზა.

ფეხბურთელმა და მებრძოლმა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და სიტყვები გაცვალეს, რაზეც თოფურიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მესი? მას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და სადღაც 10 წუთი საკმაოდ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ამ საუბრის შემდეგ ჩემს შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო და მათგან ბევრი მესიჯიც მივიღე. ამის მადლიერი ვარ.

"ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო და იმ ორი ადამიანიდან ის ერთ-ერთია, ვისთანაც ფოტოს სიამოვნებით გადავიღებდი. მეორე მაიკლ ჯორდანია და მასთანაც ვიზამ იგივეს.

"საუბრის თემას რაც შეეხება, თავიდანვე მომილოცა ჩემპიონობა და მკითხა როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები მაიამიში იმასთან ერთად, თუ როდის იქნებოდა ჩემი შემდეგი ბრძოლა. ყველაფერზე გავეცი პასუხი და ჩემს ჩხუბზეც დავპატიჟე, მან კი მითხრა, რომ გრაფიკს გადახედავდა და სიამოვნებით დაესწრებოდა", - განაცხადა თოფურიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი