საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა, ჯერ ლუქსემბურგს, შემდგომ კი საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის საშუალებით ეხმაურება:
"ვულოცავ ჩვენი საქართველოს ფეხბურთის გუნდს ევროპის ღირშესანიშნავ კვალიფიკაციას! თქვენმა შრომამ, თავდადებამ და გამორჩეულმა გუნდურმა მუშაობამ, რასაც ათობით წელია საფუძველი ეყრება,შედეგი გამოიღო და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართული სული! მივესალმები თქვენს მიღწევას და გისურვებთ ბევრ მომავალ წარმატებას, რათა კვლავ მრავალჯერ წარადგინოთ ჩვენი სამშობლო ევროპულ ასპარეზზე" - წერს შენგელია.